ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა

10 January, 2018

ძლიერი ქარის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სანახავად მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი მოადგილესთან ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად გავიდა.

ზარალის ოდენობა სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგად განისაზღვრება და დაზარალებულებს ფულად დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაუწევენ.

 

Share page