ლიტვის დელეგაცია ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში საქმიანი ვიზიტით ლიტვის დელეგაცია იმყოფებოდა.ლიტვის - პანევეჟისის მხარეს, მოლდოვეთის - იალოვენის რაიონისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 26-18 ივნისს ჩატარდა ტრენინგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე.პროექტს აფინანსებს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტს იალოვენის რაიონთან და პანევეჟისის მხარესთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას ისეთ სფეროებში როგორიცაა: სოციალური საკითხები, კულტურა, სპორტი, სოფლის მეურნეობა და სხვა.