კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია იწყება

4 July, 2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია  იწყება, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან აგროდაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს. ასევე პროექტებს -   „დანერგე მომავალი“, „ახალგაზრდა მეწარმე“, „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის,  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისაგან მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე.

შეხვდრას  კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო რწუნებული - გუბერნატორი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები სოფელ დუისში მწერლის - გიგი ხორნაულის შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ.

Share page