6 თვის მანძილზე  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან  777  ბენეფიციარი დაფინანსდა

9 July, 2018

6 თვის მანძილზე  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან  777  ბენეფიციარი დაფინანსდა

 

 ახმეტის მუნიციპალიტეტის  „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“  მიერ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლისა  და განიხილვის შედეგად 777 ბენეფიციარს  სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან   212 238 ლარი შეადგინა.

   ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა და  სამიზნე ჯგუფები იხილეთ  

ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა

Share page