მუნიციპალიტეტის გამწვანება აქტიურად მიმდინარეობს

4 December, 2018

  ახმეტის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.ნერგები დაირგა ქ.ახმეტაში რუსთაველის ქუჩაზე,თამარის ქუჩაზე მდებარე სკვერში,მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფ.მატნის ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსის ეზოში.

 სამუშაოებს ა(ა)იპ ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრისა და ა(ა)იპ გარე განათებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ატარებენ.

სამუშაოები გაგრძელდება და ეტაპობრივად გამწვანდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

 

 

Share page