მატანში სპორტული დარბაზი რეაბილიტირდა

Publish date: 21 December, 2018
End date: 21 December, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია. 
პროექტის ფარგლებში აბსოლუტურად განახლდა შენობა, მოეწყო ეზო, მინი სტადიონი და კომპლექსამდე მისასვლელი გზა. სპორტულ კომპლექსში ერთ სივრცეში იფუნქციონირებს ხელბურთის,ჭიდაობის, კალათბურთის და ტრენაჟორების დარბაზი.

Share page