ახმეტაში ახალი სკვერი მოეწყო

Publish date: 21 December, 2018
End date: 21 December, 2018

ქალაქ ახმეტაში, ნინოშვილის ქუჩაზე, ახალი სკვერი გაიხსნა. ახლადგახსნილ სკვერში დაიგო ფილაქნები,დამონტაჟდა განათება, დაიდგა სკამები და მოეწყო სათამაშო ზონა ბავშვებისთვის. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 20 593 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

 

Share page