საშობაო მსვლელობა ახმეტის ქუჩებში

8 January, 2019

✅შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა ,,ალილო" მოეწყო. ✅მრევლმა მსვლელობა ჯვარპატიოსანის ეკლესიიდან დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გააგრძელა. ✅ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და მერიის თანამშრომლები მრევლს მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეხვდნენ და შემოწირულობა გადასცეს. ✅ალილოზე შეგროვებული ნობათი გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა, შეგროვებული თანხა კი წმ. მოწამე ბიძინა,შალვა და ელიზბარ ქსნისერისთავების სახელობის მშენებარე ეკლესიის ფონდში გადაირიცხება.

Share page