საკრებულოს ბიუროს სხდომა #5 - 27 მარტი

28 March, 2019
27 მარტს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო გაიმართა. ბიუროს წევრებმა 6 საკითხი (ბიუროს განსახილველი საკითხების სანახავად გადადით ლინკზე) განიხილეს და მორიგი საკრებულოს სხდომის თარიღი და დღის წესრიგი შეიმუშავეს. სხდომა ოთხშაბათს, 3 აპრილს, 11 საათზე გაიმართება.

ბიუროს დღის წესრიგი:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - დავით აბულაძე/
2. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი - დავით შაშიაშვილი/
3. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, 6-ერთეული 25კვ.მ ფართის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით საპრივატიზებო ნუსხისა და საწყისი საპრივატიზებო ღირებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში მდებარე 101კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. დუისში მდებარე 70017კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, მრავალწლიანი) მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
Share page