იწყება ახმეტელის ქუჩის მოასფალტება

11 April, 2019

➡➡ქალაქ ახმეტაში ახმეტელის ქუჩის მოასფალტებისათვის საჭირო გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.

➡პროექტის ფარგლებში 550 მეტრზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბი ემ სი" ასრულებს.

➡პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 139 422 ლარია.

Share page