საკრებულოს ბიუროს სხდომა #6 -16 აპრილი

16 April, 2019
16 აპრილს 10: 00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიურო გაიმართა. ბიუროს წევრებმა 2 საკითხი განიხილეს. მეორე საკითხში ბიუროს წევრების რეკომენდაციით ცვლილებები შევიდა. დღის წესრიგი:

1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე 1982კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/

ბიუროზე განხილული საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
Share page