საკრებულოს სხდომა # 2 - 5 თებერვალი

5 February, 2020
5 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეორე   სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - დავით აბულაძე//
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 300კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი//
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ახმეტაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შენობის პირველ სართულზე 55.0 კვ.მ. ფართის ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“- პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი//
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ.კოღოთოში მდებარე 5189კვ.მ, სოფ.ხორხელში მდებარე 4146კვ.მ და ზ. ალვანში მდებარე 4200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) მიწის ფართების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დუისის ყოფილი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე არსებული 37.70 კვ.მ ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page