საკრებულოს სხდომა # 17 - 4 ნოემბერი
4 ნოემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეჩვიდმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:
1.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /თიანათინი შათირიშვილი/ 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ალავერდში მდებარე 3029.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ელექტრონული აუქციონის წესით, აღნაგობის უფლებით განკარგვისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ. /თინათინ კუდიანაშვილი/ 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ქალაქ ახმეტაში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის საპრივატიზებო ნუსხისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ. /თინათინ კუდიანაშვილი/მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".