ახალგაზრდული ექსკურია - ბანაკი

31 აგვისტო, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის ჩატარდა ერთდღიანი ახალგაზრდული ექსკურსია-პიკნიკი.

ექსკურსია დილით, ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის დათვალიერებით დაიწყო და ახმეტაში ,,წყაროების’’ტყე-პარკის ტერიტორიაზე  გაგრძელდა,სადაც ახალგაზრდებმა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.საღამო კი  კოცონთან ცეკვა-სიმღერით და ფოიერვერკით დასრულდა.

ასეთი სახის შეკრებები გაგრძელდება და მისი მიზანი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების გაცნობა-დამეგობრებაა.

გააზიარე