ბიოსფერული რეზერვატის შექმნასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა გაიმართა

15 ნოემბერი, 2017

ახმეტის მუნიციპალიტეტში  ბიოსფერული რეზერვატის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ის სარგებელი,რაც ბიოსფერული რეზერვატის შექმნამ უნდა მოუტანოს მუნიციპალიტეტს, როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი საკითხის თვალსაზრისით.

შეხვედრას კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები, გერმანული მხარის წარმომადგენელი, ლანდშაფტების ეკოლოგი - სოფიე ჰირშელმანი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დავით აბულაძე ესწრებოდნენ. 

გააზიარე