,,ჭაჭის ფესტივალი 2018’’

5 ნოემბერი, 2018

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით თელავში ,,ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა.

ფესტივალის ჰიმნი ,,ბალადა ვაზზე“ გამოჩენილმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ შეასრულა.

 ღონისძიებაზე კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა შემოდგომის თემაზე მომზადებული კუთხე და პროგრამა წარადგინა . დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ღვინის კომპანიებმა და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმაც გააცნეს.

ფესტივალის ფარგლებში  ჟიურიმ გამოავლინა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საუკეთესო კუთხე და საუკეთესო ჭაჭა.ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილმა კუთხემ ფესტივალის მონაწილეებისა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

პირველ ჭაჭის ფესტივალზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მკვიდრი  ვეფხო ფიცხელაურის ჭაჭამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჭაჭის ფესტივალი თბილისის საკონცერტო ორკესტრ ,,ბიგ-ბენდის“ კონცერტმა დაასრულა.

 

 

გააზიარე