ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

გამოქვეყნების თარიღი: 21 დეკემბერი, 2018
დასრულების თარიღი: 21 დეკემბერი, 2018

ქალაქ ახმეტაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ახალი სკვერი გაიხსნა. ახლადგახსნილ სკვერში დამონტაჟდა სკამები და მოეწყო სათამაშო ზონა პატარებისთვის. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 10 415 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

 

გააზიარე