ციხე-ქალაქ კვეტერაზე ღონისძიება ჩატარდა

30 ივლისი, 2018

ციხე-ქალაქ კვეტერაზე  უძველესი ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კვეტერაობა“ გაიმართა. ღონისძიება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კვეტერას ციხე-სიმაგრე არის უძველესი ისტორიული ძეგლი საქართველოში, რომელსაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება. იგი ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით მე-8 საუკუნიდან უნდა არსებულიყო, რომელიც კახეთის სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა. კვეტერას კომპლექსში შედის შიდა და ქვედა ციხე, გალავანი და ეკლესია. მდებარეობს ახმეტიდან 12 კილომეტრზე, ახმეტა-თიანეთის გზაზე.

ღონისძიებას ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული      ,მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი,კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.


გააზიარე