დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში 4 დღიანმა საცხენოსნო გარბენმა აიღო სტარტი.

6 სექტემბერი, 2018

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში 4 დღიანმა საცხენოსნო გარბენმა აიღო სტრატი.

საცხენოსნო გარბენი მთაში მოსიარულე ცხენოსანთა კლუბი „ზედაზენის’’ პროექტის - ,,მამა-პაპათა ნაკვალევზე’’ფარგლებში ტარდება და მისი მიზანი, როგორც ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება ,ისე გმირულად დაღუპულ ქართველთა სულებისთვის პატივის მიგებაა. სწორედ ამიტომ გარბენმა სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სოფლიდან, ქვემო ალვანიდან აიღო სტარტი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ყველა რეგიონიდან და  ჩრდილო კავკასიიდან.

საცხენოსნი გარბენი 9სექტემბერს მცხეთაში, ჯვრის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება და გამარჯვებული 10 000 ლარით დაჯილდოვდება.

მონაწილეები გააცილა და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

 

გააზიარე