მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

16 იანვარი, 2019

  • ახმეტის მუნიციპალიტეტში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
  • 15 იანვარს საერთო კრება სოფ.ხოდაშენში, სოფ ქისტაურსა და სოფ.მატანში ჩატარდა.
  • მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
  • მათ  მოსახლეობას  2019 წლიდან ამოქმედებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია , რომლის მიხედვითაც , თავად სოფლის მაცხოვრებლები გადაწყვეტენ თუ რა პრობლემის მოსაგვარებლად დაიხარჯოს სოფლისთვის განკუთვნილი თანხა,
  • „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კონსულტაცია ყველა სოფელში გაიმართება. 18 იანვარს  საერთო კრება ჩატარდება სოფელ დუისში, ომალოსა და ჯოყოლოში.

 

გააზიარე