ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი

ბაწარა-ბაბანეური ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი - როგორც დასახელებიდან ჩანს სამი დამოუკიდებელი უბნისგან, ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებისა და ილტოს აღკვეთილისგან შედგება. სამივე დაცული ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი პირველად 1935 წელს შეიქმნა. ნაკრძალი მდინარე ალაზანის მარჯვენა შენაკადის, ბაწარის ხეობაში, პანკისის ხეობის სიახლოვეს მდებარეობს. ნაკრძალის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2000მეტრზე, ყველაზე დაბალი კი -700მეტრზეა.  ბაბანეურის ნაკრძალი 1960 წლიდან არსებობს. ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული. მისი ტერიტორია ზღვის დონიდან 380 და 1100 მეტრებს შორის მერყეობს. ილტოს აღკვეთილი ახმეტის სიახლოვეს მდინარე ილტოს ხეობის ნაწილს მოიცავს. ის 2003 წელს მდინარე ილტოს სათავეების ტყის მასივების დაცვის მიზნით შეიქმნა.
გააზიარე