ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წელი ახმეტაში საზეიმოდ აღინიშნა

9 May, 2018

დღეს, ქალაქ ახმეტაში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალეები შეიკრიბნენ და გარდაცვლილი მეომრების პატივსაცემად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მოეწყო თემატური ღონისძიება, პანკისში, ე.წ. „დაბალგორაზე“ მდებარე თეატრონზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და დოღი.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული,კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი,მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი  და მედია-პროექტ ეტალონის ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც დააანონსა, რომ ივნისის თვეში „ეტალონი“-ს ფინალური ტური პანკისში, სოფელ  დუისში გაიმართება.

ახმეტის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით 3 ვეტერანია. ყველა მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 , ხოლო  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ლარი ჩაერიცხა.

გააზიარე