პროექტი „საქართველოს მოხალისე“ დაიწყო

14 ივნისი, 2018

პროექტი „საქართველოს მოხალისე“ დაიწყო
☑️ ახალგაზრდებითვის პროექტი „საქართველოს მოხალისე“ დაიწყო.
☑️ პროექტში მონაწილეობა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16-დან 25 წლამდე პირებს შეუძლიათ.
☑️კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებული ლინკზე: http://youth.indygo.ge/ 
☑️კონკურსის მეორე ეპატზე გადასულ აპლიკანტებთან მოხდება გასაუბრება, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდება ორი გამარჯვებული. კონკურსის შედეგად შერჩეული მოხალისეები ხუთდღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს გაივლიან.
☑️პროექტის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა საზოგადოების საკეთილდღეოდ.

 

გააზიარე