საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამების შესახებ

13 ივლისი, 2018

დღეს, 13 ივლისს, სოფელ დუისის კულტურის სახლში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით კახეთის რეგიონში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მიგრიაული, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.

შეხვედრას უძღვებოდა კახეთის გუბერნატორის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა მოსახლეობას გააცნეს ის სახელწიფო პროგრამები,რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოსახლეობას ჰქონდა საშუალება მიეღო პასუხები  სამინისტროების წარმომადგენლებისგან.

 

გააზიარე