საკრებულოს ბიუროს სხდომა #7 - 24 აპრილი

24 April, 2019
24 აპრილს 11: 00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო გაიმართა. ბიუროს წევრებმა 5 საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი:


1.,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ვ. ნასყიდაშვილი/
2.ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის შეთანხმების შესახებ;
/მომხსენებელი - დ. აბულაძე/
3.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) მიწის ნაკვეთების, მუნიციპალიტეტის 100%-ანი წილით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თუშური ცხვრის ჯიშსაშენის“-თვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თ. კუდიანაშვილი/
4.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფ. დუისში მდებარე 70017კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, მრავალწლიანი) მიწის ფართის უპირობო ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თ. კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალების ვაზ 21213-ის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში დამტკიცებისა და უპირობო ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ
/მომხსენებელი - თ. კუდიანაშვილი/

ბიუროს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
გააზიარე