საკრებულოს სხდომა # 17 - 04 დეკემბერი

9 დეკემბერი, 2019
4 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეჩვიდმეტე   სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
   / მომხსენებელი - ზაზა მიგრიაული/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავი ქონების, ყოფილი თესლის ხარისხის ინსპექციის შენობისა და მასზე დამაგრებული 777.0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“-სთვის პირდაპირი   განკარგვის წესით, პირობიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
     / მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქ. N50-ში მდებარე შენობის  პირველ  სართულზე არსებული 10.4 კვ.მ საიჯარო ფართის  ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების  შესახებ.            
  / მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქ N50-ში მდებარე შენობის II-ე სართულზე  40.2კვ.მ ფართის  ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ცენტრი“-სთვის  პირდაპირი განკარგვის წესით,  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.  
    / მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
  
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე