საკრებულოს სხდომა #2 - 22 იანვარი

24 იანვარი, 2019
22 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ( ჩოლოყაშვილის ქ. #49) საკრებულოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც 29 წევრი ესწრებოდა. მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა - საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარუდგინა. განხილვის შემდეგ, საკრებულომ საკითხს კენჭი უყარა. ხმები გადანაწილდა ასე:
  • კენჭისყრის დროს სხდომას ესწრებოდა - 25
  • მომხრე - 18
  • წინააღმდეგი - 2
  • მონაწილეობა არ მიიღო - 5
გააზიარე