საკრებულოს სხდომა # 5 - 7 აპრილი

8 April, 2021

 
  7 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეხუთე  სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
4. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს შექმნასა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების დელეგირებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - დავით აბულაძე/
7. პეტიცია - თუშეთში, წოვათის ალტერნატიული გზის მშენებლობის ცნობად მიღების შესახებ
  /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე