საკრებულოს სხდომა # 6 - 1 აპრილი

1 April, 2020
 
  1 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეექვსე  სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
 /მომხსენებელი - დავით აბულაძე/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ჩაჩხრიალაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 10628კვ.მ მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ალავერდში მდებარე სამი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ალავერდის ეპარქიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) 404427კვ.მ მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვაზე თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) 455606კვ.მ მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვაზე თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) 384491კვ.მ მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვაზე თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ბულდოზერი კატერპილარ D7R, სახელმწიფო ნომერი YY834 ა.(ა).ი.პ „თუშეთის დაცული ლანდშაფტი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
 
  მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე