საკრებულოს სხდომა #8 - 1 მაისი

3 May, 2019
1 მაისს 11: 00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ( ჩოლოყაშვილის ქ. #49) საკრებულოს რიგით მერვე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:


1. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ვ. ნასყიდაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფ. დუისში მდებარე 70017კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, მრავალწლიანი) მიწის ფართის უპირობო ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თ. კუდიანაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალების ვაზ 21213-ის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში დამტკიცებისა და უპირობო ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ
/მომხსენებელი - თ. კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის შეთანხმების შესახებ;
/მომხსენებელი - დ. აბულაძე/

მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილებში".
გააზიარე