საკრებულოს სხდომა # 8 - 3 ივნისი

3 ივნისი, 2020
3 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მერვე  სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
2. ,,თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების-სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ალბერტი ყაზარაშვილი/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - დავით აბულაძე/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე