ტექნოლოგიური გრანტის მოპოვების შესაძლებლობა საქართველოში

7 ნოემბერი, 2018

გაცნობებთ, რომ მ/წლის აგვისტოდან გრძელდება განაცხადების მიღება აღიარებული

ან მოთხოვნადი ტექნოლოგიების ახალ ბაზრებზე გავრცელების ან ახალი უცხოური

ტექნოლოგიების იმპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროგრამა Demo Environment

Program. ხსენებული პროგრამა მასში მონაწილე 14 ქვეყანას შორის ტექნოლოგიების

საერთაშორისო გაცვლის კარგ შესაძლებლობას იძლევა. ეს ქვეყნებია კენია, მოზაბმიკი,

ტანზანია და ზამბია (აფრიკა), ბანგლადეში და კამბოჯა (აზია), ბოლივია, კოლუმბია,

გვატემალა (ლათინური ამერიკა), ბოსნია და ჰერცეგოვინა და სერბეთი (აღმოსვლეთ

ბალკანეთი), და საქართველო, მოლდოვა და უკრაინა (აღმოსავლეთ ევროპა).

პროგრამის ძირითადი მიზანი არის სუფთა ტექნოლოგიების, სისტემების,

პროცესების და მომსახურების სფეროს წახალისება შემდეგი მიმართულებებით:

- კლიმატური ცვლილების მიმართ ადაპტაცია/შერბილება;

- ეკოსისტემების მომსახურება;

- განახლებადი ენერგია;

- წყალმომარაგება და სანიტარია;

- ურბანული განვითარება;

პროგრამა ორი ტიპის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს

https://tillvaxtverket.se/english/demo-environment-programme.html). პირველი, მიზნად ისახავს

მოსამზადებელი სამუშაოების/საქმიანობის დაფინანსებას, რომლის ფარგლებში

დაინტერესებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიძიონ ახალი ბაზრები და

განახორციელონ ახალი ტექნოლოგიების ამ ბაზრებზე გამოყენების გარემოზე ზემოქმედების

შედეგების, აგრეთვე სიღარიბესთან ბრძოლის ხარისხის კვლევა. ეს არის ტექნიკური

ხასიათის დახმარება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ბაზრის კვლევას, ისე

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, გამოცდილების გაზიარებას, ბიზნეს

გეგმის შემუშავებას და სხვა.

მეორე ტიპის გრანტი კი სადემონსტრაციო პროექტის (Demonstration Projects)

განხორციელებას ითვალისწინებს. ის უკვე მოწინავე ტექნოლოგიების იმპორტს და

თანამედროვე მიღწევების დანერგვას ისახავს მიზანდ. ამ შემთხვევაში, ფინანსური სახსრების

მიმღებად მოიაზრება მიმღებ ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც ახალი

ტექნოლოგიების დანერგვით, ხელს შეუწყობენ ადგილობრივი გარემო პირობების

გაუმჯობესებას.

გრანტის გამოყოფა ხდება კონკურსის საფუძველზე, განაცხადების შერჩევის გზით.

ამასთან, მოსამზადებელი სამუშაოების/საპროექტო საქმიანობის დაფინანსებაზე გრანტის

მოთხოვნის უფლება აქვს გამყიდველ მხარეს, დაინტერესებულ ორგანიზაციასთან

ერთობლივად. საპროექტო გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 350 000 შვედურ კრონს

(დაახლოებით 34 000 ევრო). განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი;

სადემონსტრაციო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა პროექტის

განმახორციელებელ, მყიდველ მხარეს შეუძლია. სადემონსტრაციო გრანტზე განაცხადების

წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 ოქტომბერი. სადემონსტრაციო პროექტის

განხორციელებისთვის გრანტის მაქსიმალური ოდენობა არის 1 800 000 შვედური კრონი

(დაახლოებით 175 000 ევრო). გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველის და მყიდველის

მიერ, ერთობლივი თანამშრომლობით, ორივე გრანტის მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა

დაუშვებელია. განაცხადის წარდგენის და კონკურსის პირობების შესახებ დეტალური

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე https://tillvaxtverket.se/english/demoenvironment-programme/calls-for-applications.html.

პროგრამა 2007 წლიდან მიმდინარეობს და ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო

განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ; ხოლო მის განხორციელებას

ზედამხედველობას უწევს ეკონომიკური და რეგიონალური განვითარების შვედური

სააგენტო (Tillväxtverket).

 

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში მოცემული

შესაძლებლობით მხოლოდ ერთმა კომპანიამ (Bioenergy NGO 2008 წელს) ისარგებლა

საქართველოდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა 2017 წლის შემოდგომაზეც იყო

გამოცხადებული (საელჩოს წერილი № 39222-65, 25/08/2017), შარშანდელ კონკურსში

მხოლოდ ერთ გერმანულ კომპანიას (DKS GmbH) ჰქონდა განაცხადი წარდგენილი

საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტზე (Bringing Modern Water Monitoring Technology

to Georgia), ისიც არასრულად, რის გამოც მისი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ პროგრამის შესახებ ინფორმაცია წელსაც,

კიდევ ერთხელ მიაწოდოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ენერგეტიკის

სამინისტროს, რეგიონალური განვითარებია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აგრეთვე

სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“ და ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს

 

 

 

 

 

გააზიარე