ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება
ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება არის ეკონომიკის სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება
ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ფუნქციებია:
- ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება, სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება;
- უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, საინფორმაციო ბაზის შექმნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა.
- ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სარეკლამო საიმფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემა;
- ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა;
- მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
- ახალი ტურისტული თუ სხვა ინფასტრუქტურული ობიექტის შექმნის თაობაზე შესაბამისი პროექტის მომზადება;
- საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა და დაფინანსების მოპოვება;
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.