თუშეთის მოსახლეობა სურსათით მოამარაგეს

22 თებერვალი, 2017

21 თებერვალს, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები თუშეთში იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობასთან პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები ვეტმფრენით ჩაიტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკეტება და მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში გარესამყაროს ვერ უკავშირდება. ადგილობრივი ხელისუფლება ვეტმფრენის საშუალებით თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი საჭიროების ნივთებით წელიწადში რამდენჯერმე ამარაგებენ.

გააზიარე