ტურისტული მარშრუტები

28 November, 2022


ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2022 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტში შეიქმნა 5 საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი. აღნიშნული მარშრუტები ხელს შეუწყობს ახმეტის ტურიზმის განვითარებას, კულტურული და
ბუნებრივი რესურსების ცნობადობის გაზრდას, ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლების ზრდას.
2023 წლიდან ტურისტული ბილიკები გამოყენებული იქნება, როგორც შიდა ტურიზმში, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ტუროპერატორების მიერ.
ტურისტული მარშრუტები:
ზემო ხოდაშენი - უძირო ტბა - საჩინოს ეკლესია;
ქისტაური - რ.ერისთავის მუზეუმი - ქისტაურის ყველაწმინდის ტაძარი, ნათლისმცემლის კოშკი
ალვანი - ცხრაკარას სასახლე - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია;
ახმეტა - ახმეტის წყაროების ტყე-პარკი - ახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესია - ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია;
მატანი - მატნის ციხე-გალავანი - მატნის ცხრაკარას მონასტერი.
Share page