ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
- მერია არის ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (მერისადმი) დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
- . მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.
მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
მერიის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობის, კანონის წინაშე თანასწორობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და სხვა პრინციპების დაცვით.
მერიის იურიდიული მისამართია: ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. №49.