ბიუროს სხდომა #8 - 29 მაისი

29 May, 2019
29 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა 7 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგი:


1. 2019 წლის 19 მაისის ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეულის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს წევრის როსტომ ალხანაშვილის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
/მომხსენებელი - ლევან ითიურიძე/


2.,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ
/მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/


3. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/


4.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/


5.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/


6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მატანში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის შპს „მარანი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/


7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის N18 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/


ბიუროს მიერ დამტკიცებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
გააზიარე