დაიწყო ახალგაზრდების რეგისტრაცია მოხალისეთა ერთიან ეროვნულ ბაზაში

23 თებერვალი, 2017

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ პროგრამის -   ,,საქართველოს მოხალისე’’ ფარგლებში დაიწყო ახალგაზრდების რეგისტრაცია მოხალისეთა ერთიან ეროვნულ ბაზაში. ბაზაში დარეგისტრირების საშუალება აქვთ მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს,რომლებიც შემდგომში  მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში ასევე, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებში.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე http://volunteers.youth.gov.ge/

 

გააზიარე