ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა - 29 იანვარი

31 იანვარი, 2019


29 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. წევრებმა "ახმეტის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა" განიხილეს. გეგმა შემდეგ 4 მიმართულებას ითვალისწინებს:
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები
გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაწყვეტილებით 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა უახლოეს საკრებულოს სხდომაზე, 6 თებერვალს დასამტკიცებლად იქნება წარდგენილი.
გააზიარე