ქისტაურში საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში N 2 საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, რომელიც 40 ბავშვზეა გათვლილი. ბაღის შენობა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა აღსაზდელებთან, მათ მშობლებთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სოფლის პროგრამიდან 52 000 ლარით დაფინანსდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალი ინვენტარითაც აღიჭურვა. ამ დრომდე ბაღს საკუთარი ფართი არ გააჩნდა, დღეიდან კი აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ სკოლამდელი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიიღონ.