პროგრამის აღწერა
სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.
„სტარტაპ საქართველო" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ის ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებითდამტკიცდა.