სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, არსებული მეწყრული უბნის ასაქცევი გვირაბის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვისთვის 2020 წლის 16 ივლისი, 11:00 საათი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ომალო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის ეზო.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, არსებული მეწყრული უბნის ასაქცევი გვირაბის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, არსებული მეწყრული უბნის ასაქცევი გვირაბის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახმეტის მუნიციპალიტეტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2020 წლის 16 ივლისი, 11:00 საათი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ომალო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის ეზო.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ომალოში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის ეზოში, ღია სივრცეში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 22 ივლისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე:https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/26780