სოზარ სუბარი სოფელ ქვემო ალვანში იმყოფებოდა

29 May, 2018

დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მოადგილეებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, დაბრუნებული მიგრანტებისათვის დაფინანსებული პროექტი მოინახულა.

არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევან მიშიძემ მიგრანტების რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში,  ხის სადურგლოსათვის საჭირო იარაღები შეისყიდა.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.პროგრამის მიზანს წარმოადგენს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის წარმატებით უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი,მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და მისი მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი ესწრებოდნენ.

 

გააზიარე