თუშეთის მოსახლეობას სააღდგომო პაკეტები გადაეცა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 20 პირს, სააღდგომო საჩუქრის სახით, 100 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების პაკეტები გადასცა.
სააღდგომო პაკეტების გადაცემის მიზნით თუშეთში მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ნათია ფეტვიაშვილი და მერის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძე იმყოფებოდნენ.