ახმეტის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია ჩატარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია მოეწყო, რომელშიც მერიისა და მერიის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა აწყურიდან ქალაქ ახმეტამდე ცენტრალური გზა,ასევე ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი მონაკვეთი.დასუფთავებაში მონაწილეობა დაახლოებით 150-მა ადამიანმა მიიღო. აქცია მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ჩატარდა და მისი მიზანი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება არის.