მუნიციპალიტეტში უფასო კვლევები ჩატარდა
შპს “უნიმედი კახეთი” ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალში ორგანიზაციამ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ და საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედიმ” ჩაატარა საქველმოქმედო აქცია.
აქციის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური, ინსტრუმენტული, ლაბორატორიული კვლევები.
მედპერსონალს დახვდნენ და აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.