პანკისში ხიდის მშენებლობა დასრულდა
სოფლების დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული ხიდი მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ბაღაკაშვილმა მოინახულეს. ხიდი დაახლოებით 2 მეტრი სიგანის და 100 მეტრი სიგრძისაა.