საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება არის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
- მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
- მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
- ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
- უზრუნველყოფს აქტიურ თანამშრომლობას მასმედიის წარმომადგენლებთან და აწარმოებს მათთან ინფორმაციის გაცვლას; უზრუნველყოფს პრესისა და ტელევიზიის მიერ მომზადებული მასალების გაცნობას შემდგომი რეაგირების მიზნით;
- მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- კოორდინაციას უწევს მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
- მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგვმასა და ორგანიზებას;
- ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;
- მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
- საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
- მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კორდინაციას;
- ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავებას, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადებას, სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას და შეგროვებას
- მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
- საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას და დაფინანსების მოპოვებას
- საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას