ალვანში ,,ზეზვაობა" აღნიშნეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში სახალხო დღესასწაული ,,ზეზვაობა’’ აღნიშნეს.
ღონისძიება ბახტრიონის აჯანყების გმირის ზეზვა გაფრინდაულის სახელს უკავშირდება.ღონისძიება დაიწყო საკულტო რიტუალით დალაობით,გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ,,თუშეთის განვითარების ფონდმა" სიგელებით დააჯილდოვა წარჩინებული თუში მოსწავლეები.დღესასწაულში ჩართული იყო კოლეჯი ,,აისი", ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.,,ზეზვაობა’’ ტრადიციული ,,დოღით" დასრულდა.
ღონისძიებას ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.