ახმეტელმა მოჯირითეებმა დოღში წარმატებით იასპარეზეს.
4 დღიან საცხენოსნო გარბენში,რომელმაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აიღო სტარტი და მცხეთაში, ჯვრის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა საპრიზო ადგილები ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაიკავეს და სოლიდური პრიზები მიიღეს:
I ადგილი - რუსლან ალხანაშვილი (ომალო) 6000 ლარი;
II ადგილი - აჩიკო ქააძე (ზემო ალვანი) 2000ლარი;
III ადგილი - სოსო ფარეულიძე (ომალო) 1000 ლარი;
IVადგილი - პაატა გუმაშვილი (ჯოყოლო) 500 ლარი;
V ადგილი - სოსო ბაბულაიძე (ქვემო ალვანი) 500 ლარი
არსანიშნავია,რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ყველა რეგიონიდანა და ჩრდილო კავკასიიდან.
საცხენოსნო გარბენი მთაში მოსიარულე ცხენოსანთა კლუბის „ზედაზენი’’ პროექტის - ,,მამა-პაპათა ნაკვალევზე’’ფარგლებში ჩატარდება და მისი მიზანი, როგორც ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება ,ისე გმირულად დაღუპულ ქართველთა სულებისთვის პატივის მიგება იყო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მოჯირითეებს დოღში გამარჯვებას.